დავით ხუციშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!

ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე 79 კგ წონით კატეგორიაში მეორე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა დავით ხუციშვილი. მისი მეტოქე თურქი აიჰან სუჩუ გახლდათ, რომელსაც დავითმა 5-0 სძლია და მეოთხედფინალში აშშ-ს წარმომადგენელ კაილ დუგლას დაკეს შეხვდება.

მეოთხედფინალშია 65 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც, რომელიც რუს ახმედ ჩაკაევს დაუპირისპირდება. დღესვე ფინალში იჭიდავებენ ავთანდილ კენჭაძე და გენო პეტრიაშვილი.

დავით ხუციშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!

სტატიის ავტორი
-