ილია თოფურიამ კარლოს ალკარასის ჩემპიონობაზე 50 ათასი დოლარი დადო

ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, სოციალურ ქსელში განთავსებული ფსონის სურათი გამოაქვეყნა.

თოფურიამ 50 000 დოლარი უიმბლდონზე კარლო ალკარასის ჩემპიონობაზე დადო, რასაც კოეფიციენტი 4,75 ჰქონდა. შედეგად, ილია ალკარასის გამარჯვების შემთხვევაში, 237 500 დოლარს მოიგებს.

ესპანელმა ჩოგბურთელმა უიმბლდონზე პირველი შეხვედრა დღეს ჩაატარა და ჟერემი შარდი 3 სეტში დაამარცხა. მსოფლიოს პირველი ნომრის მომავალი მეტოქე მიულერისა და რინდერკნეხის წყვილში გაირკვევა.

ილია თოფურიამ კარლოს ალკარასის ჩემპიონობაზე 50 ათასი დოლარი დადო

სტატიის ავტორი
-