მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიაში მიმდინარე ტურნირის ფინალში გავიდა

მსოფლიოს 221-ე ჩოგანმა, მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში, ქალაქ მონტემორ-უ-ნოვუში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში იაპონელი მეტოქე – მაი ჰონტამა (293) ორ სეტში, ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ფრანსისკა ჟორჟესა (432) და ბეატრის ჰადად მაიას (225) წყვილში გამარჯვებული იქნება.

ფინალური მატჩი კვირას, 13 ივნისს გაიმართება.

მარიამ ბოლქვაძე მონტემორ-უ-ნოვუს ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი.

მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიაში მიმდინარე ტურნირის ფინალში გავიდა

სტატიის ავტორი
-