მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთში მიმდინარე ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი – მარიამ ბოლქვაძე, ყაზახეთში მიმდინარე ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა.

მარიამი ასპარეზობაში გუშინ ჩაერთო და 26 წლის უზბეკი მეტოქე 2 სეტში, ძალიან მარტივად: 6:2; 6:0 დაამარცხა. დღეს კი ყაზახ მეტოქეს – გოზალ აინიტდინოვას შეხვდა და მასპინძელიც უმარტივესად, ორ სეტში: 6:2; 6:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით 23 წლის ქართველი ჩოგანი ნურ-სულთანში მიმდინარე ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა.

1/4 ფინალში, ბოლქვაძის მეტოქე ბელარუსი – შალიმარ ტალბი იქნება. მატჩი 16 ივლისს, თბილისის დროით 08:00 საათზეა ჩანიშნული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარიამ ბოლქვაძე ამ ტურნირის პირველ ნორმად არის განთესილი.

მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთში მიმდინარე ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა

სტატიის ავტორი
-