მარიამ ბოლქვაძემ კოლუმბუსის ტურნირი მოგებით დაიწყო

ამერიკაში მიმდინარე კოლუმბუსის ჩელენჯერის ტიპის ტურნირზე ქართველი ქალი ჩოგბურთელი, მარიამ ბოლქვაძე იღებს მონაწილეობას.

ბოლქვაძის პირველი ოპონენტი იაპონელი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის 176-ე ნომერი, კურუმი ნარა გახლდათ.

შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა, რომელიც მარიამმა 2-სეტში, ანგარიშით – 6:2; 7:5 მოიგო.

მომდევნო შეხვედრაში ბოლქვაძის მეტოქე შიანუ ვანგისა და შუ ლიანგის წყვილში გამარჯვებული იქნება.

 

მარიამ ბოლქვაძემ კოლუმბუსის ტურნირი მოგებით დაიწყო

სტატიის ავტორი
-