მეცის ტურნირზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

მსოფლიოს 35-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირზე (Moselle Open) ასპარეზობას იტალიელ (66) ჯანლუკა მაგერთან დაპირისპირებით იწყებს. ნიკოლოზი მეტოქეს კარიერაში პირველად შეხვდება.

მოგების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მოწინააღმდეგე რეიტინგის 44-ე ნომერი, ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინა ან ჟილ სიმონი (100) იქნება.

ბასილაშვილი პირველ მატჩს ორშაბათს, 20 სექტემბერს, გამართავს, შეხვედრა 21:30 საათზეა ჩანიშნული.

მეცის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ჟო-ვილფრიდ ცონგაა – ფრანგმა 2019 წელს ფინალში ალიაჟ ბედენეს მოუგო.

მეცის ტურნირზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

სტატიის ავტორი
-