NBA-ის მსგავსად ჩოგბურთიც გადაიდო – ბოიკოტი გრძელდება

27 აგვისტოს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საპლეიოფო დაპირისპირებების 3 თამაში ბოიკოტის მიზეზით გადაიდო.

ბოიკოტის მიზეზი ვისკონსინის შტატში პოლიციელების მიერ აფროამერიკელი ჯეიკობ ბლეიკის დაჭრაა, რამაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

საპროტესტო ტალღას ჩოგბურთელებიც შეუერთდნენ – პანდემიის შემდეგ პირველი 1000-ქულიანი ტურნირი ცინცინატის მასტერსია, რომელიც დასკვნით ფაზაშია გადასული, თუმცა ჩოგბურთელები მსგავსად კალათბურთელებისა ბოიკოტის ნიშნად კორტზე არ გამოვლენ.

შეგახსენებთ, ცინცინატის მასტერსის ნახევარფინალურ წყვილებს – ნოვაკ ჯოკოვიჩი რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება, ხოლო სტეფანოს ციციპასი ბედს მილოშ რაონიჩთან გაარკვევს.

 

NBA-ის მსგავსად ჩოგბურთიც გადაიდო – ბოიკოტი გრძელდება

სტატიის ავტორი
-