ნიკოლოზ ბასილაშვილი მცირე პაუზის შემდეგ ბრუნდება

მსოფლიო რეიტინგის 36-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 31 ივლისის შემდეგ კორტზე ბრუნდება,  ATP WINSTON SALEM 250-იანი ტურნირია, სადაც პირველ შეხვედრას ნიკა 21 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე იტალიელ მატეო ბერეტინის წინააღმდეგ გამართავს.

მატეო რომელმაც სულ ახლახან გშტადის ტურნირი ტრიუმფით დაასრულა, მსოფლიო რეიტინგის მე-60 ჩოგანი გახდა და ნიკოლოზთან ფავორიტად მიიჩნევა, თუმცა ნიკასგან მსგავსი მატჩების მოგება აღარავის აკვირვებს.

 

წარმატებები ვუსურვოთ ნიკას და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მცირე პაუზის შემდეგ ბრუნდება

სტატიის ავტორი
-