ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში დაქვეითდა

ცინცინატის მასტერსის შემდეგ, ATP-მ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეებს შარშან მოპოვებული ქულები არ აკლდებათ, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 3 საფეხურით დაქვეითდა და 27-ე ადგილიდან, 30-ე ადგილზე გადაინაცვლა.

რეიტინგში, ნიკოლოზ ბასილაშვილის 3 საფეხურით დაქვეითება, ცინცინატის მასტერზე რაინოვიჩის, შტრუფისა და კრაინოვიჩის კარგმა თამაშმა და შედეგებმა გამოიწვია. კანადელი ჩოგბურთელი რაონიჩი, ცინცინატის მასტერსის ფინალში გავიდა, შტრუფი მეოთხედფინალაში გამოეთიშა ასპარეზობას, ხოლო კრაინოვიჩმა კი პირველივე ეტაპზე მასტერსის ერთ-ერთი ლიდერი – დომინიკ ტიმი დაამარცხა, შემდეგ კი ასპარეზობა მეოთხედფინალში დაასრულა.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში დაქვეითდა

სტატიის ავტორი
-