ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის შემდეგ საფრანგეთში, კერძოდ მეცში იასპარეზებს.
ATP METZ:
მოქმედი გამარჯვებული – ჟილ სიმონი
ქულა – 250
საპრიზო ფონდი – 524 340 ევრო
ტურნირის მოსაგებად საჭირო მოგებათა რაოდენობა – 5 (განთესვის შედეგად ტურნირის მეორე რაუნდიდან დაწყების შემთხვევაში 4)
ტურნირზე ამჟამად ოფიციალურად დარეგისტრირებულები არიან მარინ ჩილიჩი, დავიდ გოფინი, ბენუა პერი, ლუკა პუიე, უილფრიდ ცონგა, ჟილ სიმონი, რიშარ გასკე.
მეცის ტურნირი ბოლო 10 წლის განმავლობაში 8-ჯერ ფრანგმა ჩოგბურთელებმა მოიგეს.
გასულ წელს ნიკოლოზ ბასილაშვილი აღნიშნული ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა, შესაბამისად ქულების დასაცავად მას სულ მცირე ანალოგიური შედეგის გამეორება მოუწევს.