ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსი გამარჯვებით დაიწყო

დღეს სტარტი აიღო რომის მასტერსმა, რომელიც ATP-ის 1000-იანთა თანრიგიდანაა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი (17), რომელიც ტურნირზე განთესილთა შორისაა, პირველ ეტაპზე უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩს (36) დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში – 6:1; 7:6 დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ფუქსოვიჩს პირველ სეტში 3 უპასუხო ბრეიკი შეუსრულა და მეტოქე ძალიან მარტივად დაამარცხა.

ნიკოლოზი ფუქსოვიჩის განადგურებას მე-2 სეტშიც აგრძელებდა. ქართველს 5:4-ზე მატჩ პოინტიც კი ჰქონდა, თუმცა საკუთარ ჩაწოდებაზე მოულოდნელად დაბრეიკდა. საბედნიეროდ, ბასილაშვილმა ფუქსოვიჩს ტაიბრეიკში მარტივად მოუგო – 7:2.

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერის მე-2 ეტაპზე მიხაილ კუკუშკინსა (40) და ლასლო ჯერეს შორის (32) გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსი გამარჯვებით დაიწყო

სტატიის ავტორი
-