რამდენი ადამიანი დაესწრო ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს მატჩს?

საქართველოს ჩემპიონატის მე-12 ტურში ბათუმის “დინამომ” შინ დრამატულ მატჩში თბილისის “დინამო” 3:2 დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა.

ბათუმელი ქომაგები წელს განსაკუთრებული გულშემატკივრობითა და აქტიურობით მთელს საქართველოს აოცებენ და სხვა გუნდის ფანებისთვის მისაბაძი მაგალითები ხდებიან.

გამონაკლისი არც გუშინდელი მატჩი იყო. ჩვენი ინფორმაციით, ორ “დინამოს” შორის გამართულ დაპირისპირებას “ანგისას ბაზაზე” 8000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.

იქიდან გამომდინარე, რომ “ანგისას ბაზა” მხოლოდ 1500 ადამიანზეა გათვლილი, სტადიონზე მისულ მრავალრიცხოვან ქომაგს საყვარელი გუნდის თამაშის ყურება ექსტრემალურ პირობებში მოუწია.

რამდენი ადამიანი დაესწრო ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს მატჩს? 1რამდენი ადამიანი დაესწრო ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს მატჩს? 2

რამდენი ადამიანი დაესწრო ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს მატჩს? 3

 

რამდენი ადამიანი დაესწრო ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს მატჩს?

სტატიის ავტორი
-