გასულ კვირაში დალასის 250-ქულიანი ტურნირი გაიმართა, რომელიც ადგილობრივი რეილი ოპელკას ტრიუმფით დასრულდა.
ტურნირის ნახევარფინალში, ამერიკული წყვილი – რეილი ოპელკა და ჯონ ისნერი დაუპირისპირდნენ. ჩოგბურთის მოყვარულებისთვის ამ ორი სპორტსმენის ხსენება მძლავრ მოწოდებასთან და ეისებთან ასოცირდება, რაც აღნიშნულმა დუეტმა სისრულეშიც მოიყვანა.
2-სეტიანი დაპირისპირებაში 60 ეისი (21 ისნერი, 39 ოპელკა) დაფიქსირდა, თუმცა ამის მიღმა მნიშვნელოვანი რეკორდი დაფიქსირდა – ოპელკამ და ისნერმა ATP-ის ეგიდით ყველაზე უხვქულიანი ტაი-ბრეიკი ითამაშეს, რომელიც ანგარიშით – 24:22, ოპელკას გამარჯვებით დასრულდა.
რეკორდული ტაი-ბრეიკი | VIDEO
მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ, რომ ამერიკული წყვილის შეხვედრაში არცერთი ბრეიკ-პოინტი არ ყოფილა.
ზემოთხსენებულამდე, ტაი-ბრეიკის სარეკორდი მაჩვენებელი 20:18 გახლდათ, რომელიც რამდენიმე წყვილს შორის დაფიქსირებულა.