ფელიციანო ლოპესის რეკორდი | ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული

ყოველწლიური საჩოგბურთო კალენდარი ტურინის შემაჯამებელი ტურნირით დასრულდა, ამჟამად მხოლოდ ჩელენჯერისა და ITF-ის ტიპის ტურნირები მიმდინარეობს, თუმცა ამავდროულად ქვეყნებს შორის დევისის თასის გათამაშებაცაა, სადაც არაერთი ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას.

ესპანეთის სახელით დევისის თასზე 40 წლის ჩოგბურთელი, ფელიციანო ლოპესიც ასპარეზობს, რომელმაც მსოფლიოს 295-ე ჩოგანს, რობერტო კუიროზს, 2-სეტში, მოუგო და მომდევნო მეტოქეს შედარებით დასვენებული შეხვდა.

ფელიციანოს მეორე მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერი, რუსი ჩოგბურთელი, ანდრეი რუბლევი გახლდათ. ექსპერტების შეფასებით, ესპანურ-რუსული დაპირისპირების ფავორიტი ანდრეი რუბლევი იყო, თუმცა ფელიციანომ მეტოქეს დაძაბულ, 3-სეტიან ბრძოლაში, ანგარიშით – 2:6; 6:3; 6:4, მოუგო.

ზემოთხსენებული გამარჯვებით ფელიციანო ლოპესი დევისის თასის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე გახდა, რომელმაც თამაშის მოგება შეძლო.

ფელიციანო ლოპესის რეკორდი | ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული

სტატიის ავტორი
-