პირს მორგანი: “მილიარდს დავდებ, რომ ფედერერი სერენა უილიამსს გაანადგურებს”

პირს მორგანის მტკიცებით, როჯერ ფედერერი სერენა უილიამსს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მარტივად დაამარცხებს. ცნობილი სატელევიზიო მოღვაწე აცხადებს, რომ იგი მზადაა 1 მილიარდი დადოს როჯერ ფედერერის გამარჯვებაზე.

ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში გამართული დებატების დროს, მორგანმა აღნიშნა, რომ ფედერერი სერენა უილიამსს 6:0/6:0-ს დაამარცხებს.

“როჯერ ფედერერი სერენა უილიამსს 6:0/6:0-ს დაამარცხებს. 1 მილიარდს დავდებ, რომ ფედერერი სერენას 100-დან 100 შეხვედრაში დაამარცხებს. გსურს ამ ფსონის მიღება? არა, რა თქმა უნდა არ მიიღებ, რადგან თავადაც იცი რომ ასეა”, – აღნიშნა პირს მორგანმა.

პირს მორგანი: “მილიარდს დავდებ, რომ ფედერერი სერენა უილიამსს გაანადგურებს”

სტატიის ავტორი
-