პირველად კარიერაში – არინა საბალენკამ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო

ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული მსოფლიოს მე-5 ჩოგანი, არინა საბალენკა გახდა, რომელმაც ფინალში ელენა რიბაკინა (25) სამ სეტში, ანგარიშით 4:6, 6:3, 6:4 დაამარცხა.

ფინალური დაპირისპირება 2 საათსა და 29 წუთს გაგრძელდა. საბალენკამ ტურნირის მოგება ისე შეძლო, რომ მხოლოდ ერთი სეტი დათმო.

24 წლის ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობაზე კარიერაში პირველად იმარჯვა და გრანდ სლემის ჩემპიონიც პირველად გახდა.

საბალენკამ ტურნირის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა და 2,06 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. რიბაკინა კი 1300 ქულასა და 1,13 მილიონ დოლარს დასჯერდა.

ავსტრალიის ღია პირველობის ბოლო გამარჯვებული ეშლი ბარტი იყო, რომელმაც 2022 წელს ფინალში დანიელ კოლინსს აჯობა.

https://twitter.com/AustralianOpen/status/1619292583485898752

პირველად კარიერაში – არინა საბალენკამ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო

სტატიის ავტორი
-