პირველად კარიერაში – ეშლი ბარტიმ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო

ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ეშლი ბარტი გახდა, რომელმაც ფინალში დანიელ კოლინსი (30) ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 7:6 დაამარცხა.

ფინალური დაპირისპირება 1 საათსა და 29 წუთს გაგრძელდა. მეორე სეტში ავსტრალიელი 1:5-ს აგებდა, თუმცა თამაში ტაი ბრეიკში გადაიყვანა, სადაც 7:2 მოიგო.

25 წლის ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობაზე კარიერაში პირველად იმარჯვა, გრანდ სლემის ჩემპიონი კი მესამედ გახდა.

ბარტიმ ტურნირის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა და 2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. კოლინსი კი 1300 ქულასა და 1 100 000 დოლარს დასჯერდა.

ავსტრალიის ღია პირველობის ბოლო გამარჯვებული ნაომი ოსაკა იყო, რომელმაც 2021 წელს ფინალში ჯენიფერ ბრედის აჯობა.


პირველად კარიერაში – ეშლი ბარტიმ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო

სტატიის ავტორი
-