რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა მასტერსის 1/2-ფინალში გასვლით

საჩოგბურთო სამყაროში 2021 წლის ბოლოს წინა მასტერსის ტიპის (1000-ქულიანი) ტურნირი, ინდიან უელსი, იმართება.

ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც.

ნიკა ტურნირზე 29-ე ნომრადაა განთესილი, რის გამოც ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ჩოგბურთელი, კრისტოპერ იუბანკსი გახლდათ, რომელიც დამაჯერებლად დაამარცხა.

იუბანკსის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა რამოს-ვინოლასს დრამატულ ბრძოლაში მოუგო და 1/8-ფინალში გავიდა, სადაც მსოფლიო რეიტინგის 29-ე ნომერ, რუს ჩოგბურთელს კარენ ხაჩანოვს 2-სეტში, დამაჯერებლად სძლია და კარიერაში პირველად მასტერსის ტიპის 1/4-ფინალურ ეტაპზე გავიდა.

1/4-ფინალურ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი, სტეფანოს ციციპასი იყო, რომელსაც ქართველი ჩოგბურთელი დრამატული ბრძოლის შედეგად, ანგარიშით – 6:4; 2:6; 6:4, გაუმკლავდა. მასტერსის ტიპი 1/2-ფინალში გასვლით, ქართველმა ჩოგბურთელმა, პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

ზემოთხსენებული გამარჯვებით ნიკამ 360 სარეიტინგო ქულისა და 335,000 დოლარის გამომუშავება შეძლო, რითაც განახლებულ რეიტინგში წინსვლა გარანტირებული აქვს.

1/2-ფინალში გამარჯვების შედეგად ნიკა 600 სარეიტინგო ქულასა და 640,000 დოლარს გამოიმუშავებს.

რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა მასტერსის 1/2-ფინალში გასვლით

სტატიის ავტორი
-