რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი 1/2-ფინალში გასვლით

კატარის დედაქალაქ დოჰაში 250-ქულიანი საჩოგბურთო ტურნირი იმართება. 

2021 წელს, დოჰას ტურნირის ტრიუმფატორი, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა, რომელმაც ტურნირის მიმდინარეობისას როჯერ ფედერერიც დაამარცხა.

2022 წლის კატარულ ტურნირზე ნიკამ უკვე ორი ოპონენტი დაამარცხა – თავდაპირველად იმერი, შემდეგ კი ფუქსოვიჩი, რის ხარჯზეც 1/2-ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

ქართულ-უნგრული დაპირისპირება 3-სეტიანი გამოდგა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 1:6; 6:3; 7:5 – ბასილაშვილის სასარგებლოდ.

სასიხარულოა, რომ ნახევარფინალში ქართველ ჩოგბურთელს ტურნირის განთესვის მიხვედვით, პირველი ნომრის – დენის შაპოვალოვის ნაცვლად, არტურ რინდერკნეხი დაუპირისპირდება.

დოჰას ტურნირზე გასულ წელს მოპოვებული ტიტულის დაცვამდე მხოლოდ 2 გამარჯვებაა დარჩენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ნიკამ რეიტინგში ქულები არ დაკარგოს.

დოჰას 250-ქულიანი ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ასპარეზობისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი $ 53,255 გამოიმუშავა.

რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი 1/2-ფინალში გასვლით

სტატიის ავტორი
-