რაფაელ ნადალი ATP Cup-ზე არ იასპარეზებს

2022 წლის პირველი საჩოგბურთო ტურნირი – ATP Cup, ავსტრალიაში, კერძოდ სიდნეიში გაიმართება.

ტურნირზე მონაწილეობას 24 ქვეყანა და მათი საუკეთესო ჩოგბურთელები მიიღებენ მონაწილეობას.

სასიხარულოა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მსოფლიო რეიტინგში განთესვიდან გამომდინარე, საქართველო ATP Cup-ზე მე-16 ნომრად იქნება წარმოდგენილი.

უკვე მეორე წელია ტურნირზე ესპანეთის ნაკრებს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, რაფაელ ნადალი ვერ დაეხმარება.

ნადალის არყოფნის მიზეზი მისი ტრავმაა, რის გამოც საჩოგბურთო სეზონის ბოლო ნაწილი ფაქტობრივად სრულად გამოტოვა.

უცნაური ის არის, რომ ნადალს აბუ-დაბის საჩვენებელ ტურნირზე ასპარეზობა აქვს დაგეგმილი, რომელიც 17-18 დეკემბერს იგეგმება, თუმცა როგორც ჩანს ოფიციალურ და მნიშვნელოვან ტურნირზე სათამაშოდ ესპანელი საკუთარ თავს მზადყოფნას უწუნებს.

რაფაელ ნადალი ATP Cup-ზე არ იასპარეზებს

სტატიის ავტორი
-