როლან გაროსი | ჯოკოვიჩი და ნადალი მეოთხე რაუნდში არიან

მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ტიტულოვანი ესპანელი, რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხე რაუნდში გავიდნენ.

მესამე წრეში ჯოკოვიჩმა სლოვენიელი ალიაზ ბედენე (195) დაამარცხა, ნადალმა კი – ნიდერლანდელ, ბოტიკ ვან დე ზანდშულპს (29) აჯობა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – ალიაზ ბედენი (სლოვენია) – 6:3, 6:3, 6:2 (მიმოხილვა)

როლან გაროსი | ჯოკოვიჩი და ნადალი მეოთხე რაუნდში არიან 1

რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – ბოტიკ ვან დე ზანდშულპი (ჰოლანდია) – 6:3, 6:2, 6:4 (მიმოხილვა)

როლან გაროსი | ჯოკოვიჩი და ნადალი მეოთხე რაუნდში არიან 2

ჯოკოვიჩის შემდეგი მეტოქე არგენტინელი, დიეგო შვარცმანი იქნება, ხოლო ნადალი კანადელ, ფელიქს ოჟე-ალიასიმს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ 1/8-ფინალების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ლეგენდარული ჩოგბურთელები მეოთხედფინალში ერთმანეთის პირისპირ ითამაშებენ.

როლან გაროსი | ჯოკოვიჩი და ნადალი მეოთხე რაუნდში არიან

სტატიის ავტორი
-