საინტერესო სტატისტიკა მსოფლიო რეიტინგის ლიდერების შესახებ

საჩოგბურთო სამყაროს, ისევე როგორც სხვა უამრავ სპორტს, უამრავი თვალსაზრისით აქვს საინტერესო სტატისტიკური მაჩვენებლები.

მსოფლიოს პირველი ნომერი უამრავი ჩოგბურთელი ყოფილა, თუმცა ყველაზე დიდხანს ამ პოზიციაზე როჯერ ფედერერი იმყოფებოდა – 310 კვირა. აღნიშნულმა სტატისტიკურმა მონაცემმა ყურადღება მიიპყრო იმის გამო, რომ რამდენიმე დღეში ამ მაჩვენებლის TOP 3-ში ცვლილება მოხდება.

მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომრად გატარებული კვირების ოდენობა: 

1 – როჯერ ფედერერი – 310 კვირა

2 – პიტ სამპრასი – 286 კვირა 

3 – ივან ლენდლი – 270 კვირა 

4 – ნოვაკ ჯოკოვიჩი – 269 კვირა 

5 – ჯიმი კონორსი – 268 კვირა 

6 – რაფაელ ნადალი – 196 კვირა 

როგორც ხედავთ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ახლახან ჯიმი კონორსს გადაასწრო, ახალი კვირიდან ის ივან ლენდლს გაუთანაბრდება, 30 სექტემბერს კი ამ უკანასკნელსაც გადაასწრებს.

საინტერესო სტატისტიკა მსოფლიო რეიტინგის ლიდერების შესახებ

სტატიის ავტორი
-