საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

ბილი ჯინ კინგის სახელობის ტურნირზე, რომელსაც პორტუგალიის ქალაქი ოეირასი უმასპინძლებს, საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გახდა ცნობილი.

წილისყრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები B-ჯგუფში იასპარეზებს.

A-ჯგუფი: საბერძნეთი, ისრაელი, ბოსნია&ჰერცეგოვინა, პორტუგალია, მალტა.

B-ჯგუფი: საქართველო, ლიეტუვა, ესტონეთი, ირლანდია, სამხრეთ აფრიკა,კოსოვო.

ქვეჯგუფების ლიდერები I-ჯგუფში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებენ, ხოლო ის 2 ნაკრები, რომელიც ყველაზე ცუდ შედეგს დააფიქსირებს გასავარდნ პლეი-აუთს ითამაშებს.

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებს მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი უკაპიტნებს. ნაკრები ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: ეკატერინე გორგოძე, სოფია შაფათავა, ნინო ნაცვლიშვილი, ოქსანა კალაშნიკოვა და ნათელა ძალამიძე.

შეგახსენებთ, ბილი ჯინ კინგის ტურნირი 10-16 აპრილს, პორტუგალიის ქალაქ ოეირასში გაიმართება. საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები 11-15 აპრილს იასპარეზებს.

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-