სინგაპურის შემაჯამებელი ტურნირი (წითელი ჯგუფი)

დაიწყო ქალთა საჩოგბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი ტურნირი სინგაპურში, სადაც მხოლოს მსოფლიოს საუკეთესო 8 ჩოგბურთელი ასპარეზობს.

ეს ტურნირი სხვებისგან განსხვავებულია – ასპარეზობს 8 ჩოგბურთელი, რომლებიც გადანაწილებული არიან 2 ჯგუფში (თეთრი და წითელი), საიდანაც ნახევარფინალურ ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან 2 ჩოგბურთელი გავა.

თეთრ ჯგუფში პირველ ადგილზე გასული დაუპირისპირდება წითელი ჯგუფის მე-2 ადგილს, წითელი ჯგუფის პირველი კი – თეთრის მეორეს. 

ვინაიდან სიმონა ჰალეპი ტურნირზე ვერ ასპარეზობს მის მაგივრად შეჯიბრს კიკი ბერტენსი დაემატა.

წითელი ჯგუფი:

მსოფლიოს მე-2 ნომერი ანჟელიკა კერბერი

მსოფლიოს მე-4 ნომერი ნაომი ოსაკა

მსოფლიოს მე-6 ნომერი სლოან სტივენსი

მსოფლიოს მე-9 ნომერი კიკი ბერტენსი

პირველ შეხვედრაში ანჟელიკა კერბერი და კიკი ბერტენსი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:1, 3:6, 4:6 კიკი ბერტენსის სასარგებლოდ.

ცხადია, ერთმანეთს ნაომი ოსაკა და სლოან სტივენსიც დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 5:7, 6:4, 1:6 სლოან სტივენსის სასარგებლოდ.

სინგაპურის შემაჯამებელი ტურნირი (წითელი ჯგუფი)

სტატიის ავტორი
-