კორონავირუსი ცინცინატში – მასტერსიდან 2 ჩოგბურთელი იძულების წესით მოეხსნა

20 აგვისტოს ცინცინატის მასტერსი იწყება. პირველ საშეჯიბრო დღეს საკვალიფიკაციო მატჩები გაიმართება, ხოლო 21 აგვისტოდან კი უკვე დაკომპლექტებული ტურნირი დაიწყება.

მასტერსის წინ ჩოგბურთელები და მათი მწვრთნელები კორონავირუსის ტესტზე შემოწმდნენ, საიდანაც მხოლოდ 2 ადამიანს დაუდგინდა დაავადება. სწორედ ამის გამო მსოფლიოს 35-ე ჩოგანი, არგენტინელი – გუიდო პელა და 94-ე ჩოგანი, ბოლივიელი – უგო დელიენი ცინცინატის მასტერსს გამოტოვებენ. მიზეზი კი ის არის, რომ მათ ფიზ-მომზადების მწვრთნელს კორონავირუსი დაუდგინდა და ჩოგბურთელებმა აუცილებლად უნდა დაიცვან კარანტინის და თვითიზოლაციის წესები.

 

კორონავირუსი ცინცინატში – მასტერსიდან 2 ჩოგბურთელი იძულების წესით მოეხსნა

სტატიის ავტორი
-