წლის პირველი მასტერსი – ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

საქართველოს #1 ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, 2023 წლის პირველი მასტერსისთვის ემზადება.

ბასილაშვილი ინდიან უელსზე ასპარეზობას 1/64-ფინალიდან დაიწყებს, სადაც მას არგენტინელი მეტოქე – პედრო კაჩინი ეყოლება. ბასილაშვილი კაჩინს კარიერაში პირველად შეხვდება.

გამარჯვების შემთხვევაში, ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/32-ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე, გერმანელი – ალექსანდრ ზვერევი იქნება.

ბასილაშვილისა და კაჩინის მატჩი 8 მარტს, თბილისის დროით 23:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წლის ინდიან უელსზე ფინალში გავიდა, სადაც ბრიტანელ ჩოგბურთელთან – კამერონ ნორისთან 3-სეტიან დაპირისპირებაში დამარცხდა.

წლის პირველი მასტერსი – ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

სტატიის ავტორი
-