ცნობილია, თუ რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ფინალში გასვლით

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის 500-ქულიანი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და აღნიშნული სტატუსის დასაცავად ღირსეულად ასპარეზობს, ის ტურნირის პირველი ფინალისტია, მისი მეტოქე კი კარენო ბუსტასა და ანდრეი რუბლევს შორის გამარჯვებული იქნება.

მსოფლიო რეიტინგის მე-16 პოზიციაზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში გასვლით 300 სარეიტინგო ქულა უკვე დაიცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ის ფინალში დამარცხდება 500-ის მაგივრად მას რეიტინგში 200 ქულა ჩამოაკლდება.

ფინალში გასვლისათვის ბასილაშვილი 178,220 ევროს მიიღებს.

Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.

 

ცნობილია, თუ რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ფინალში გასვლით

სტატიის ავტორი
-