US OPEN – დღე 4 (განხილვა – ფედერერი, ზვერევი)

როჯერ ფედერერი

US OPEN - დღე 4 (განხილვა - ფედერერი, ზვერევი) 1

ამერიკის ღია პირველობის მეორე რაუნდში, საკუთარი შეხვედრა ტრიუმფით დაასრულა მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერმა, ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა, რომლის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 56-ე ნომერი ფრანგი ბენუა პერი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელ მატჩში მაესტრო არც თუ ისე დამაჯერებელი იყო, თუმცა მატჩის მოგება მაინც სეტის წაუგებლად მოახერხა ანგარიშით – 7:5, 6:4, 6:4.

შემდეგ შეხვედრას როჯერი ავსტრალიელ, ყველასათვის ცნობილ, უნიჭიერეს ნიკ კირგიოსთან გამართავს. შეხვედრა პირველ სექტემბერს 19:00 საათზეა ჩანიშნული.

ალექსანდრ ზვერევი

US OPEN - დღე 4 (განხილვა - ფედერერი, ზვერევი) 2

ამერიკის ღია პირველობის მეორე რაუნდი ჩაატარა მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერმა 21 წლის ალექსანდრ ზვერევმა. ახალგაზრდა ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის 131-ე ნომერს, ნიკოლას მაიუს დაუპირისპირდა და გამარჯვება მარტივად 3 სეტში ანგარიშით – 6:4, 6:4, 6:2 მოახერხა, ასე რომ ზვერევი ტურნირზე სეტის წაუგებლად ასპარეზობას განაგრძობს.

ზვერევის შემდეგი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 34-ე ნომერი, 34 წლის გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი იქნება. მატჩი პირველ სექტემბერს 19:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა შესაძლებელია დროის ცვლილება.

US OPEN – დღე 4 (განხილვა – ფედერერი, ზვერევი)

სტატიის ავტორი
-