US OPEN – დღე 7 (განხილვა – შარაპოვა-ოსტაპენკო ; კვიტოვა-საბალენკა)

მარია შარაპოვა – ელენა ოსტაპენკო

US OPEN - დღე 7 (განხილვა - შარაპოვა-ოსტაპენკო ; კვიტოვა-საბალენკა) 1

გრძელდება ამერიკის ღია პირველობა, სადაც მონაწილეთა რაოდენობა სულ უფრო მცირდება. ქალთა ერთეულთა თანრიგში მესამე რაუნდის შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერი რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა და ახალგაზრდა ლატვიელი, რეიტინგის მე-10 ნომერი ელენა ოსტაპენკო.

მატჩი მარიასა  და ოსტაპენკოს შორის საათსა და 24 წუთში, 2 სეტში ანგარიშით – 6:3, 6:2, რუსი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა. ამერიკის ღია პირველობაზე მარია შესანიშნავად ასპარეზობს, მისი მომდევნო მეტოქე მერვედფინალურ ეტაპზე ესპანელი მსოფლიო რეიტინგის 24-ე ნომერი კარლა სუარეს-ნავარო იქნება.

 

პეტრა კვიტოვა – არინა საბალენკა

US OPEN - დღე 7 (განხილვა - შარაპოვა-ოსტაპენკო ; კვიტოვა-საბალენკა) 2

ჩოგბურთის სამყაროს გაოცებას აგრძელებს ახალგაზრდა ბელორუსი არინა საბალენკა, რომელმაც ამერიკის ღია პირველობამდე „ნიუ ჰევენის“ ტურნირი გამარჯვებით დაასრულა. 

20 წლის საბალენკა მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომრამდე აღზევდა, ამერიკის ღია პირველობის დასრულების შემდეგ კი სავარაუდოდ უფრო წინ წაიწევს. მესამე რაუნდის შეხვედრაში მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერი პეტრა კვიტოვა იყო, რომელსაც ტოლი არ დაუდო და 2 სეტში ანგარიშით – 5:7, 1:6 დაამარცხა.

ბელორუსი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე რეიტინგის მე-19 ნომერი იაპონელი ნაომი ოსაკა იქნება, რომელმაც უკანასკნელი შეხვედრა მშარალად 6:0, 6:0 მოიგო.

US OPEN – დღე 7 (განხილვა – შარაპოვა-ოსტაპენკო ; კვიტოვა-საბალენკა)

სტატიის ავტორი
-