საქართველოს #1 ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი ზედიზედ მერვედ დამარცხდა და როლან გაროსს პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა.
ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ – ჯულიო ზეპიერთან 2 სეტიან ბრძოლაში, ზუსტად 1 საათში 6:4 6:1 დამარცხდა და როლან გაროსს გამოეთიშა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლო გამარჯვება 18 თებერვალს, დოჰას ტურნირზე მოიპოვა, მას შემდეგ კი ზედიზედ 8 მატჩია მარცხდება.