დუშან ტადიჩმა ლეო მესის რეკორდი გააუმჯობესა

ამსტერდამის ,,აიაქსის” შემტევმა, დუშან ტადიჩმა, ერთ კალენდარულ წელს შესრულებული საგოლე გადაცემის რაოდენობით ლეო მესის რეკორდი გააუმჯობესა.

ერედივიზიონის მე-16 ტურში სერბმა ფეხბურთელმა 2021 წელს 37-ე ასისტი მიითვალა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. აქამდე რეკორდის ავტორი არგენტინელი ვარსკვლავი იყო, რომელმაც 2011 წელს თანაგუნდელებს 36-ჯერ გაატანინა.

ტადიჩი ,,აიაქსში” 2018 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 33 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ამსტერდამული გუნდის მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 7 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.


დუშან ტადიჩმა ლეო მესის რეკორდი გააუმჯობესა

სტატიის ავტორი
-