ტორგან აზარი სეზონის ბოლომდე პსვ-ში ითამაშებს

დორტმუნდის ,,ბორუსიას” ნახევარმცველი, ტორგან აზარი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ,,პსვ ეინდჰოვენში” ითამაშებს.

,,ეს შესანიშნავი გუნდია. პსვ ნიდერლანდების ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, კლუბი, ასევე, ქვეყნის თასსა და ევროტურნირზე ასპარეზობს. ამ დიდ მატჩებში მონაწილეობის მიღებას მოუთმენლად ველი,” – განაცხადა აზარმა.

მიმდინარე სეზონში ტორგან აზარის ანგარიშზე ,,ბორუსიას” მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 1 გოლი იყო.

19 ტურის შემდეგ ,,პსვ” 38 ქულით ნიდერლანდების ერედივიზიონის მესამე პოზიციაზეა და ლიდერ ,,ფეიენოორდს” 4 ქულით ჩამორჩება.

ტორგან აზარი სეზონის ბოლომდე პსვ-ში ითამაშებს

სტატიის ავტორი
-