სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი ბეთლაივის ბრენდ ამბასადორები გახდნენ

კომპანია ბეთლაივმა ბრენდ ამბასადორად ორი გამორჩეული ახალგაზრდა სპორტსმენი – სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი წარადგინა. ქართული სპორტის მხარდაჭერის პროცესში, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალურ ასპარეზზე წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან და მათთან ერთად არაერთ საინტერესო კამპანიას გეგმავს.

ბეთლაივში აცხადებენ, რომ ბრენდ ამბასადორების წარდგენა ქართულ სპორტთან ურთიერთკავშირის მორიგი მაგალითი იქნება. რაგბის კავშირის, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციების სპონსორის როლში, კომპანია სპორტის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის არაერთ ქმედით ნაბიჯს დგამს.

NBA-ში მოთამაშე „სან-ანტონიო სპურსის“ კალათბურთელის, სანდრო მამუკელაშვილის თქმით, აღნიშნული პარტნიორობა ქმნის შესაძლებლობას, რომ კალათბურთით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს: „მიხარია, რომ გავხდი ბეთლაივის ბრენდის ამბასადორი. დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრ პოზიტიურ ცვლილებას შევიტანთ ქართულ კალათბურთში და უფრო მეტ ადამიანს შევაყვარებთ ამ სპორტს“, – აღნიშნა მან. 

ბეთლაივის ბრენდ ამბასადორის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა 2021 წლის საუკეთესო ქართველმა მორაგბემ, დავით ნინიაშვილმა: „მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობა შედგა. ასევე სასიამოვნოა, რომ ჩავერთვები არაერთ საინტერესო პროექტში და ამით პოპულარიზაციას გავუწევ როგორც ქართულ რაგბს, ასევე ქართულ სპორტს, – განაცხადა ნინიაშვილმა.

სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი ბეთლაივის ბრენდ ამბასადორები გახდნენ

| კალათბურთი, 7 კაცა, ATP/WTA, NBA, PRO 12, TOP 14, ავსტრალიის ღია პირველობა, ამერიკის ღია პირველობა, ბუნდესლიგა, დიდი 10, დიდი სლემი, ევროლიგა, ევროპა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი, ერედივიზიონი, ერთა თასი, ეროვნული ლიგა, ექვსი ერი, ზე რაგბი, კონფერენს ლიგა, კონფერენს ლიგვა, კოპა ამერიკა, ლა ლიგა, ლიგა 1, მსოფლიო ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი, ოთხი ერი, პრემიერლიგა, რაგბი, როლან გაროსი, საბრძოლო ხელოვნება, საკლუბო ტურნირები, საკლუბო ტურნირები, სანაკრებო თამაშები, სანაკრებო ტურნირები, სანაკრებო ტურნირები, საქართველოს ჩემპიონატი, სერია ა, სუმო, სხვა, სხვა, სხვა, სხვა, სხვა, ტესტ მატჩები, უეფას კონფერენც ლიგა, უიმბლდონი, ფეხბურთი, ქართული სპორტი, ჩემპიონატები, ჩემპიონატები, ჩემპიონატები, ჩემპიონთა ლიგა, ჩოგბურთი, ძიუდო, ჭიდაობა |
სტატიის ავტორი
-