დინამო ბათუმს პირველ ტურში უკრაინელი ფეხბურთელი კაპიტნობს | VIDEO

საქართველოს ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშება მოქმედი ჩემპიონის, “დინამო ბათუმისა” და ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულის, ბოლნისის “სიონის” მატჩით დაიწყო.

საინტერესოა, რომ “დინამო ბათუმს” ამ შეხვედრაში უკრაინელი ცენტრალური მცველი, ოლექსანდრ აზაცკი კაპიტნობს.

​მიუხედავად იმისა, რომ გუნდის კაპიტანი, მამუკა კობახიძე მოედანზეა, გუნდი სათამშოდ კაპიტნის სამკლაურით უკრაინელმა ლეგიოერმა გაიყვანა, რაც ცხადია რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე საომარ მდგომარეობას უკავშირდება.

დინამო ბათუმს პირველ ტურში უკრაინელი ფეხბურთელი კაპიტნობს | VIDEO

სტატიის ავტორი
-