დინამო თბილისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს 

ფარერების კლუბ “კლაკსვიკთან” გამანადგურებელი ანგარიშით – 1:6 მარცხის შემდეგ, “დინამო თბილისის” ოფიციალური გვერდი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

“გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ “დინამო თბილისის” ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და “დინამოს” ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია”, – წერს “დინამოს” ოფიციალური ვებ-გვერდი.

დინამო თბილისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს 

სტატიის ავტორი
-