ეროვნული ლიგა: XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ეროვნული ლიგის მე-12 ტური არამხოლოდ წრის ან სეზონის, არამედ ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული გამოდგა და ამის მთავარი მიზეზი ბოლო წლების ორი საუკეთესო გუნდის, ბათუმური და თბილისური “დინამოების” ახალ სტადიონზე, განსაკუთრებულ საფეხბურთო გარემოში დაპირისპირება გახლდათ, რომელშიც აჭარლებმა ჯაბა ჯიღაურის გოლით – 1:0 იმარჯვეს.

სეზონის ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი მატჩის გარდა, საინტერესო გამოდგა “სამტრედიასა” და “შუქურას” დაპირისპირებაც, რომელშიც გულშემატკივარმა 4 გოლი იხილა და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.

ფრედ კიდევ ორი მატჩი ქუთაისის “ტორპედოსა” და “საბურთალოს”, ასევე “სამგურალისა” და “თელავის” შეხვედრები ანალოგიური ანგარიშით – 1:1 დასრულდა.

სამი ქულის აღება მოახერხა გორის “დილამ”, რომელმაც თბილისის “ლოკომოტივს” სტუმრად – 2:1 სძლია.

ეროვნული ლიგა: XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  1

მეთორმეტე ტურის შედეგები

ეროვნული ლიგა: XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  2სატურნირო მდგომარეობა მეთორმეტე ტურის შემდეგ

უშუალო კონკურენტის დამარცხების შემდეგ, “დინამო ბათუმმა” 25 ქულა მოაგროვა, მოსახელე თბილისურ კლუბს წამოეწია, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უკეთესი ბალანსის მეშვეობით, პირველი პოზიცია დაიბრუნა. სამეულში კვლავინდებურად გორის “დილა” იმყოფება, რომელსაც 21 ქულა აქვს.

ბოლო პოზიციაზე კვლავინდებურად 7 ქულის მქონე ქუთაისის “ტორპედო” იმყოფება, რომელსაც ამ დრომდე გამარჯვება არ მოუპოვებია, გასავარდნ ზონაში ასევე “სამტრედია” და “თელავი” იმყოფებიან.

ეროვნული ლიგა: XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  3

მეთორმეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: გიორგი ჩოჩიშვილი (“თელავი”).

მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე, ბენჟამინ ტეიდი, მამუკა კობახიძე (“დინამო ბათუმი”), თორნიკე ძოწენიძე (“თელავი”).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (“დილა”), ჯაბა ჯიღაური, (“დინამო ბათუმი”), ირაკლი რუხაძე “თელავი”).

თავდამსხმელები: რევაზ ინჯგია (“თელავი”), ლევან ინგოროყვა (“შუქურა”), უსმან კამარა (“დილა”).

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე (“დინამო ბათუმი”).

განლაგება: 4-3-3.

ეროვნული ლიგა: XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  4

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ეროვნული ლიგა: XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

სტატიის ავტორი
-