ეროვნული ლიგა: XXVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა და მესამე წრის დასრულების წინ სატურნირო ცხრილში კონკურენცია კიდევ უფრო მეტად დაიძაბა.

ტურის გახსნითი შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც “ტორპედომ” თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით – 0:1 წააგო. ერთადერთი გატანილი გოლი ირაკლი სიხარულიძის აქტივში იყო.


მშრალი ანგარიშით იმარჯვა გორის “დილამაც“, რომელმაც “თელავს” სტუმრად ორი უპასუხო გოლი გაუტანა – “კავკასიონი არენაზე” თავი უსმანე კამარამ და ცოტნე მოსიაშვილმა გამოიჩინეს.


დიდი ანგარიშით გამარჯვება მოახერხა ორივე “დინამომ”. თბილისელებმა საშინაო კედლებში, “დინამო არენაზე” “სამტრედიას” – 5:1 აჯობეს, მასპინძელთა მხრიდან გოლები ზორან მარუშიჩმა, მილან რადინმა, საიმონ ბენიომ, დავით სხირტლაძემ და გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანეს, ერთი ბურთი კი იმერელთა მხრიდან გიორგი არაბიძემ გაქვითა, რომლისთვისაც ეს ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გამოდგა. საინტერესოა, რომ კახა ცხადაძის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩში იმარჯვა ოთხბურთიანი სხვაობით. რაც შეეხება ბათუმურ “დინამოს” აჭარლებმა, ახალ სტადიონზე ჯაბა ჯიღაურის, ვლადიმერ მამუჩაშვილის და სანდრო ალთუნაშვილის გოლებით “სამგურალს” – 3:0 აჯობა.


სათამაშო კვირის დასკვნითი მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასში “საბურთალომ” “შუქურას” – 2:1 აჯობა. მასპინძელთა მხრიდან მეტოქის კარი იური ტაბატაძემ და აკაკი შულაიამ დალაშქრეს, სხვაობის შემცირება კი ლევან ინგოროყვამ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა.


ეროვნული ლიგა: XXVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  1

26-ე ტურის შედეგები

ეროვნული ლიგა: XXVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  2

სატურნირო მდგომარეობა 26 ტურის შემდეგ

ისე გამოვიდა, რომ ბოლო სათამაშო კვირაში ცხრილის ზედა ნაწილში მყოფმა გუნდებმა გასავარდნი ზონის წარმომადგენელ მეტოქეებთან ლოგიკური გამარჯვებები მოიპოვეს, რის მერეც სხვაობა მათ შორის კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და გუნდების მიზნები და ამბიციებიც კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა.

ჩემპიონობისთვის ბრძოლაში “დინამო ბათუმმა” მოსახელე დედაქალაქურ კლუბთან 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა, სამეულში კი “საბურთალო” გორის “დილას” და თბილისის “ლოკომოტივს” არ უშვებს.

რაც შეეხება გასავარდნ ზონას, “სამტრედია” კვლავაც ბოლო პოზიციაზე რჩება, მეცხრე და მერვე ადგილებს კი შესაბამისად, ისევ ქობულეთის “შუქურა” და “თელავი იკავებენ”, იქვეა ქუთაისის “ტორპედოც”, რომელსაც კახელების მსგავსად 25 ქულა აქვს და მეშვიდე საფეხურზეა.

ეროვნული ლიგა: XXVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  3

სტატისტიკა

საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოსთვის ბრძოლა კიდევ უფრო იძაბება – ზორან მარუშიჩი ბოლო ორ მატჩში გატანილი 3 გოლით გიორგი ფანცულაიას წამოეწია და “დინამოებისმეგოლეების აქტივში – 12-12 გატანილი ბურთია. მესამე ადგილზე ჯაბა ჯიღაური გამოიკვეთა, რომლის გოლების სერიის შედეგადაც, მის გრაფაში უკვე ციფრი – 10 ფიქსირდება.

სერბი თავდამსხმელი გარდა გოლებისა, საგოლე გადაცემებშიც ლიდერობს, სადაც მის აქტივში 7 პასია, მეორე ადგილზე კი მისი თანამემამულე და თანაგუნდელი, მილან რადინია, რომელსაც კონკურენციას ასევე 6 საგოლე პასით მათი კიდევ ერთი ყოფილი თანაგუნდელი, აკაკი შულაია უწევს.

კიდევ ერთი მატჩით გაამდიდრა თავისი მშრალად ჩატარებული შეხვედრების სერია ლაზარე კუპატაძემ, მეკარემ, რომელმაც ამ სეზონში ყველაზე მეტჯერ, 12-ჯერ მოახერხა გოლის არ გაშვება. მეორე ადგილზე მისი ყოფილი გუნდის ამჟამინდელი გოლკიპერი ოთო გოშაძეა – “საბურთალოს” კარის დარაჯმა კარი მშრალად 11-ჯერ შეინახა.

ეროვნული ლიგა: XXVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  4

26-ე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: ლუკა გუგეშაშვილი (გორის “დილა”).

მცველები: ნიკოლოზ მალი (“საბურთალო“), გიორგი გაბაძე (“ლოკომოტივი”), ოლექსანდრ აზაცკი (“დინამო ბათუმი”), თორნიკე მორჩილაძე (“დინამო თბილისი”).

ნახევარმცველები: ცოტნე მოსიაშვილი (გორის “დილა”), ბექა დარცმელია (“ლოკომოტივი”), მილან რადინი (“დინამო ბათუმი”) ვლადიმერ მამუჩაშვილი (“დინამო ბათუმი”).

თავდამსხმელები: უსმანე კამარა (გორის “დილა”), ზორან მარუშიჩი (“დინამო თბილისი”).

მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო (გორის “დილა”).

განლაგება: 4-4-2.

 

ეროვნული ლიგა: XXVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  5

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XXI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ:  ეროვნული ლიგა: XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ეროვნული ლიგა: XXVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

სტატიის ავტორი
-