კახა ცხადაძე ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა – დინამომ ქულები შუქურასთან დაკარგა 

15-წლიანი პაუზის შემდეგ, კახა ცხადაძე საქართველოს ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა “დინამო თბილისს” ეროვნული ლიგის მე-16 ტურში, “შუქურას” წინააღმდეგ უხელმძღვანელა და გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა (1:1).

“დინამო არენაზე” გამართული მატჩის პირველი ნახევარი “დინამო თბილისის” უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის მასპინძლები მოედანზე ამ სეზონში პირველად, განსხვავებული ფორმაციით – 3-4-3 გავიდნენ და ამან გუნდს ბურთზე მეტი კონტროლის დაწესების შესაძლებლობა მისცა.

მიუხედავად “დინამოელთა” სათამაშო უპირატესობისა და ქობულეთელთა მწვავე კონტრშეტევებისა და სტანდარტული სიტუაციებისა, პირველ ნახევარში გოლის გატანის მხოლოდ ორი რეალური შანსი შეიქმნა, თუმცა ორივე შემთხვევაში ჯერ როინ კვასხვაძემ, შემდეგ კი გაბრიელ თებიძემ იყოჩაღა.

კახა ცხადაძე ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა - დინამომ ქულები შუქურასთან დაკარგა  1

მეორე ტაიმში “ლურჯ-თეთრები” კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რაც მეტწილად თამაშში მილან რადინის ჩართვამ გამოიწვია – სერბი ნახევარმცველის კრეატიულმა უნარ-ჩვევებმა მეტოქის საჯარიმოში მეტი ხიფათი მოიტანა, საბოლოოდ კი 64-ე წუთზე, მის გამჭოლ გადაცემას თანამემამულე, ზორან მარუშიჩი გამოეხმაურა და ერთი შეხებით, მიმდინარე სეზონში მერვე გოლი გაიტანა, რითაც ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად, კიდევ უფრო დაწინაურდა.

სტუმრებს წონასწორობის აღდგენის შანსი 82-ე წუთზე მიეცათ, როცა საჯარიმოში კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ჯენერი ხორავამ საკმაოდ საკამათო თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ბურთთან ჯეფერსონ ჯერალდო მივიდა, ზუსტად შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

ამრიგად, “დინამომ”, რომელმაც ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა 32 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის პირველ პოზიციას იკავებს, თუმცა უშუალო კონკურენტ “დინამო ბათუმს” მოქმედ ჩემპიონზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. რაც შეეხება “შუქურას”, აჭარელთა მონაგარი 15 ქულაა და გასავრდნი ზონაში, მერვე საფეხურზე იმყოებიან.

​”დინამო“: კვასხვაძე – ბენიო, მონხილი (მექვაბიშვილი, 86), კობოურისპორკსლედე, პაპავა, გაგნიძე (რადინი, 46), ხარაბაძე (მორჩილაძე, 65) – კუცია (ზურაბიანი, 86), მარუშიჩი, გაბედავა (ახვლედიანი, 87) (3-4-3).

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე.

შუქურა“: თებიძე – ფარტენაძე (გოგიტიძე, 72), ჭანტურია, რეხვიაშვილი, გაფრინდაშვილი – კაკაშვილი – მუსელიანი (კვარაცხელია, 72), ტენორი (ხმალაძე, 55), ჯერალდო, სარდალიშვილი – ინგოროყვა (ვერულიძე, 80) (4-1-4-1).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი.

გოლები: 1:0 ზორან მარუშიჩი (64), 1:1 გიორგი შაშიაშვილი (82).

გაფრთხილება: ფაბიან სპორკსლედე (74), ბექა ვერულიძე (90+2).

მთავარი მსაჯი: ჯენერი ხორავა.

კახა ცხადაძე ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა – დინამომ ქულები შუქურასთან დაკარგა 

სტატიის ავტორი
-