ოფიციალურად: ლაკვეხელიანი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

“საბურთალოს” ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლაკვეხელიანი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისური გუნდის ოფიციალური გვერდი ადასტურებს. 21 წლის მარცხენა მცველმა 3 წლიანი ხელშეკრულება “მეზოკოვეშდთან” გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია. მან გუნდის მაისურით ჩაატარა 81 ოფიციალური მატჩი, რომელშიც 2 გოლსა და 10 ასისტს მოუყარა თავი.

“მეზოკოვეშდი” უნგრეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მე-4 ადგილზე გავიდა და ევროტურნირების საგზური ბოლო ტურში დაკარგა.

უნგრულ გუნდში ბუდუ ზივზივაძეც თამაშობდა, რომლის კარგმა შედეგმა ხელმძღვანელები ქართველი ფეხბურთელებით დააინტერესა.

ოფიციალურად: ლაკვეხელიანი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-