საბურთალოს სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელს მიანიჭებენ 

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ხელმძღვანელობის გადაყწვეტილებით, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე კლუბის სტადიონს თბილისური გუნდის ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის Facebook-ის ოფიციალური გვერი ავრცელებს.

“ორშაბათს, 3 აგვისტოს, 15:30 საათზე, “საბურთალოს” ხელმძღვანელები იოსებიძის ქუჩაზე არსებული აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელს მიანიჭებენ!”, – წერია “საბურთალოს” განცხადებაში.

19 წლის ფეხბურთელი 19 ივნისს, მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, მდინარე არაგვისა და მტკვრის ტერიტორიაზე სამდღიანი ძებნის შემდეგ კი მისი ცხედარი მყვინთავებმა წყალში იპოვეს.

საბურთალოს სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელს მიანიჭებენ 

სტატიის ავტორი
-