10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ბოლო 10 წლის მანძილზე

ბოლო 10 წლის განმავლობაში არაერთი ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდა, რომელმაც არ გაამართლა. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ 10 ყველაზე ცუდ ტრანსფერს ბოლო 10 წლის განმავლობაში.

10. პაკო ალკასერი – “ვალენსიადან” “ბარსელონაში” 25 მილიონი ევრო.

ალკასერმა გულშემატკივარს თავი “ვალენსიაში” თამაშით დაამახსოვრა.

“ბლაუგრანაში” გადასვლის შემდეგ ესპანელის კარიერა კარგად ვერ განვითარდა. პაკოს ანგარიშზე 2 სეზონის განმავლობაში მხოლოდ 10 გოლია. მის გასამართლებად შეიძლება ითქვას, რომ კონკურენცია უწევდა ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც  ლუიშ სუარესი, ლიონელ მესი და ნეიმარი არიან.

10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ბოლო 10 წლის მანძილზე 1

9. მემფის დეპაი – “პსვდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” 31 მილიონი ევრო

ჰოლანდიელი ფეხბურთელი დიდი იმედებით გადაბარგდა “იუნაიტედში”, თუმცა პირველ პრემიერ ლიგურ სეზონში დეპაიმ მხოლოდ ორი გოლის გატანა მოახერხა. რბილად, რომ ვთქვათ მემფისი ინგლისურ ფეხბურთს ვერ შეეწყო. გადმოსვლიდან 18 თვის შემდეგ ჰოლანდიელმა გუნდი დატოვა.

10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ბოლო 10 წლის მანძილზე 2

8. თომაშ ლემარი – “მონაკოდან” “ატლეტიკოში” 51 მილიონი ევრო 

ლემარი იმ “მონაკოს” ერთ-ერთი ვარსკვლავია, რომელმაც ლიგა 1 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გააღწია. ფრანგზე დიდი ავანსები გაიცა, თუმცა ჯერჯერობით თომაშმა ახალ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და რეგრესს განიცდის.

10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ბოლო 10 წლის მანძილზე 3

7. ნეიმარი – “ბარსელონადან” “პსჟში” – 222 მილიონი ევრო

ბევრმა შეიძლება იკამათოს ამ ტრანსფერის შესახებ, მაგრამ საერთო ჯამში ნეიმარმა ის ფეხბურთი ვერ აჩვენა, რასაც მისგან ელოდნენ. რა თქმა უნდა ამაში წვლილი გაუთავებელმა ტრავმებმაც შეიტანეს, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც ბრაზილიელ ვარსკვლავს არასპორტული საქციელის გამო დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ნეიმარმა ჯამში 58 თამაში გამოტოვა, რაც ძალიან ბევრია.

10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ბოლო 10 წლის მანძილზე 4

6. ბებე – “ვიტორიადან” “მანჩესტერ იუნაიტედში”  7.4 მილიონი ევრო

სერ ალექს ფერგიუსონის ერთ-ერთი ყველაზე არასწორი ტრანსფერი მისი მწვრთნელობის დროს. ბებემ ვერანაირი იმედი ვერ გაუმართლა შოტლანდიელს და გუნდი მალევე დატოვა

10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ბოლო 10 წლის მანძილზე 5

5. დანი დრინქვოტერი – “ლესტერიდან” “ჩელსიში”  35 მილიონი ევრო

ინგლისელი ნახევარმცველი “ლესტერში” ბრწყინავდა და “არისტოკრატთა” ყურადღებაც მიიქცია, მაგრამ დრინქვოტერმა ვერანაირი იმედი ვერ გაამართლა განსხვავებით ნგოლო კანტესგან და მუდმივად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა. ხშირად იგი განაცხადშიც ვერ ხვდება.

10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ბოლო 10 წლის მანძილზე 6

4. ლეონარდო ბონუჩი – “იუვენტუსიდან” “მილანში” – 35 მილიონი ევრო 

იტალიელი მცველი მასიმილიანო ალეგრისთან კონფლიქტის გამო “მილანში” გადაბარგდა. ბონუჩი იტალიის სერია ა-ში “როსონერისთან” ერთად მხოლოდ მე-6 ადგილზე გავიდა. ერთი წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ტურინში და ბონუჩიც უკან დაბრუნდა.

10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ბოლო 10 წლის მანძილზე 7

3.  ანხელ დი მარია – მადრიდის “რეალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”  59.7 მილიონი ევრო

არგენტინელი შემტევი მადრიდიდან დაუმსახურებლად გაუშვეს. დი მარია “რეალში” ბრწყინავდა და უდიდესი როლი ითამაშა “ლა დესიმას” მოგებაში. სამწუხაროდ დი მარია და ვან გაალი ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ და 12 თვის შემდეგ ანხელმა “იუნაიტედი” დატოვა.

10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ბოლო 10 წლის მანძილზე 8

2. ფილიპე კოუტინიო – “ლივერპულიდან” “ბარსელონაში” – 102 მილიონი ევრო

ბრაზილიელ ვარსკვლავს ტიტულების მოგება სურდა და ამისთვის კატალონიაში გადაბარგდა. კოუტინიოს წასვლის შემდეგ “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო და ახლა ძალიან ახლოს არის პრემიერ ლიგის მოგებასთან. დღეს კი ბრაზილიელი მიუნხენის “ბაიერნში” არის იჯარის წესით განათხოვრებული და ამით კოუტინიოს “ბარსელონურ” კარიერაზე ყველაფერი ნათქვამია.

10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ბოლო 10 წლის მანძილზე 9

1. ალექსის სანჩესი – “არსენალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” – უფასოდ

ჩილელ ფეხბურთელს 45 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლი აქვს გატანილი. მისი მანჩესტერული კარიერა არ აეწყო და ახლა “ინტერში” იჯარის წესით არის განათხოვრებული.

10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ბოლო 10 წლის მანძილზე 10

10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ბოლო 10 წლის მანძილზე

სტატიის ავტორი
-