გიორგი მაკარიძის უიღბლო დღე ლა ლიგა 2-ში (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურის შეხვედრა გიორგი მაკარიძისთვის უიღბლო გამოდგა. საქართველოს ნაკრების 30 წლის მეკარის გუნდმა, “ალმერიამ”, საკუთარ მოედანზე “საბადელს” უმასპინძლა და მატჩი საბოლოო ანგარიშით 2:2 დასრულდა, რაშიც უდიდესი წვლილი მაკარიძეს მიუძღვის.

პირველი გაშვებული გოლი გიორგი მაკარიძეს ავტოგოლად ჩაეთვალა, ხოლო მეორე გულზე კი მას ძალიან არ გაუმართლა. ფეხი დაუცა და ბურთს 2-ჯერ შეეხო, რის გამოც თავისუფალი დარტყმა დაინიშნა და ალმერიას ანგარიში გაუთანაბრეს (2:2).

გიორგი მაკარიძის უიღბლო დღე ლა ლიგა 2-ში (ვიდეო) 1

“ალმერია” ლა ლიგა 2-ში მესამე ადგილზე, 42 ქულით იმყოფება და პირველადგილოსან “ესპანიოლს” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა “ალმერიას” ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადაინცავლებენ.

გიორგი მაკარიძის უიღბლო დღე ლა ლიგა 2-ში (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-