ჩელსი მზადაა, კაისედოს სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

,,ჩელსიმ” ,,ბრაიტონს” მოისეს კაისედოს ტრანსფერის შესახებ ახალი წინადადებით მიმართა. ინფორმაციას Evening Standard-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლონდონური გუნდი მზადაა, ეკვადორელის სანაცვლოდ, 80 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

კაისედო არ არის ერთადერთი ნახევარმცველი, რომელსაც ,,არისტოკრატები” მატეო კოვაჩიჩის, კაი ჰავერცის, ნ’გოლო კანტესა და რუბენ ლოფტუს-ჩიკის გაშვების შემდეგ აკვირდებიან. ,,ჩელსი”, ასევე, რომეო ლავიას (საუთჰემპტონი), ამადუ ონანასა (ევერტონი) და გაბრი ვეიგას (სელტა) ტრანსფერითაც ინტერესდება.

კაისედომ გასულ სეზონში ,,ბრაიტონის” მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. 21 წლის ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

https://twitter.com/DeadlineDayLive/status/1675020198502453249

ჩელსი მზადაა, კაისედოს სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

სტატიის ავტორი
-