მარკიზიო: ,,ვერ ვხვდები, რატომ ვერ ახერხებს იუვენტუსი ლიგის მოგებას”

ტურინის ,,იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ ,,ბებერი ქალბატონები” დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ ახერხებენ:

,,ჯგუფური ეტაპი ,,იუვენტუსმა” იოლად გაიარა, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ვერ ვხვდები, როგორ ხდება, რომ გუნდი სერია ა-ს რეგულარულად იგებს, ჩემპიონთა ლიგის მოგებას კი ვერ ახერხებს. ეს ჩემთვის აუხსნელია. სტატისტიკით, გუნდი, რომელიც ჩემპიონატში ხშირად იმარჯვებს, მიზანს ჩემპიონთა ლიგაზეც აღწევს.

საჩემპიონო სერიის დასასრული? პოზიტიური ნიშნებიც უნდა დავინახოთ: გუნდში კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოჩდნენ, მაგალითად, მაკკენი და კიეზა. 9-წლიანი მოგებათა სერიის შემდეგ, ერთი სეზონის ჩაგდება ნორმალურია, ეს წარუმატებელ წელს არ ნიშნავს. ამდენი წარმატების შემდეგ, ეს ყველაფერი, თითქოს, უცხოდ გვეჩვენება, მაგრამ სრულიად ნორმალურია.”

იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ტურინის ,,იუვენტუსი” 55 ქულით ცხრილის მე-3 პოზიციაზეა და ლიდერ ,,ინტერს” 10 ქულით ჩამორჩება.

ანდრეა პირლოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას მერვედფინალიდან გამოეთიშა – ,,ბებერი ქალბატონები” ,,პორტუსთან” დამარცხდნენ.

მარკიზიო: ,,ვერ ვხვდები, რატომ ვერ ახერხებს იუვენტუსი ლიგის მოგებას”

სტატიის ავტორი
-