მსოფლიოს 20-წლამდელ ფეხბურთელთა საუკეთესო თერთმეტეული IFFHS-ის ვერსიით

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS-მა) 2020 წლის 20-წლამდელ ფეხბურთელთა საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.

საინტერესოა, რომ სიმბოლურ გუნდში 2 ფეხბურთელი – კრის რიჩარდსი (ბაიერნი) და სერჟინო დესტი (ბარსელონა) აშშ-დანაა. გუნდების მიხედვით ყველაზე მეტი წარმომადგენელი ,,ბარსელონასა” (დესტი; ფატი) და ,,ბაიერნს” (დევისი, რიჩარდსი) ჰყავს.

IFFHS-ის ვერსიით 20-წლამდელ ფეხბურთელთა საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე – ერსინ დესტანოღლუ (თურქეთი; ბეშიქთაში)

მცველები – სერჟინო დესტი (აშშ; ბარსელონა), ვესლი ფოფანა (საფრანგეთი; ლესტერი), კრის რიჩარდსი (აშშ; ბაიერნი), ალფონსო დევისი (კანადა, ბაიერნი).

ნახევარმცველები – სანდრო ტონალი (იტალია; მილანი), ფილ ფოდენი (ინგლისი; მანჩესტერ სიტი), ედუარდო კამავინგა (საფრანგეთი; რენი).

თავდამსხმელები – როდრიგო (ბრაზილია; რეალი), ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია; დორტმუნდი), ანსუ ფატი (ესპანეთი; ბარსელონა)


მსოფლიოს 20-წლამდელ ფეხბურთელთა საუკეთესო თერთმეტეული IFFHS-ის ვერსიით 1

მსოფლიოს 20-წლამდელ ფეხბურთელთა საუკეთესო თერთმეტეული IFFHS-ის ვერსიით

სტატიის ავტორი
-