შოთა არველაძე: ,,პირდაპირ მერის თანამდებობაზე ფიქრი არ იქნებოდა სწორი”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი – შოთა არველაძე თბილისის მერის არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ხმებს საკუთარ სოციალურ ქსელში პოსტით ემხაურება:

,,სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა ავტომანქანაზე თეთრი ფერის შეცვლას. არადა, თეთრი ფერი მომწონს, მართლა მომწონს.

მეც და ჩემს ძმებსაც გვაქვს საქმე, რომელსაც ათწლეულებია ვემსახურებით და ასე ვაპირებთ მომავალშიც. თანაც, პირდაპირ მერის თანაბდებობაზე ფიქრი არ იქნებოდა სწორი, ჯერ გამგეობაში ან საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება.

P.S იქნებ, კიჭა მაინც დავითანხმოთ,” – წერს შოთა არველაძე ფეისბუკის პირად გვერდზე.


სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა ავტომანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას….

Posted by Shota Arveladze on Sunday, 9 May 2021


 

შოთა არველაძე: ,,პირდაპირ მერის თანამდებობაზე ფიქრი არ იქნებოდა სწორი”

სტატიის ავტორი
-