,,არ ვიცი ის ვინ არის” – ისაკი გარი ლინეკერზე

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გარი ლინეკერმა, შვედეთისა და სლოვაკეთის შეხვედრის შემდეგ, ალექსანდრ ისაკი შეაქო: ,,ვფიქრობ, ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ალექსანდრ ისაკი ევროპული გუნდების დიდ ყურადღებას მიიქცევს. განსაკუთრებული ტალანტია,” – დაწერა ინგლისელმა ტვიტერის პირად გვერდზე.

ლინეკერის პოსტის შესახებ აზრი თავად ფეხბურთელს ჰკითხეს, როგორც აღმოჩნდა, ისაკმა ინგლისის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა:

ისაკი – მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. ის ძველი ფეხბურთელია, რომელიც ახლა სტუდიაში მუშაობს?

ჟურნალისტი – ლინეკერი 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირია…

ისაკი – მაშინ დაბადებული არ ვიყავი, მაგრამ მასზე ცოტა რამ ვიცი…


ისაკის პრესკონფერენციის ნახვის შემდეგ, ფეხბურთელის კომენტარს თავად ლინეკერი და მაიკა რიჩარდსი გამოეხმაურნენ:

რიჩარდსი – ისაკმა შენზე ისაუბრა, არა?

ლინეკერი – მე მასზე მართლა ძალიან კარგი რამ  ვთქვი… ძველი ფეხბურთელი სტუდიაში? არ ვიცი რა უნდა ვქნა…

რიჩარდსი – როგორი გრძნობაა, როცა ვერავინ გცნობს?! ახლა იცი, რასაც ვგრძნობ!

ლინეკერი – ასეა!


გარი ლინეკერი კარიერის განმავლობაში ,,ლესტერში”, ,,ევერტონში”, ,,ბარსელონაში”, ,,ტოტენჰემსა” და ,,ნაგოიაში” თამაშობდა. ყოფილი თავდამსხმელი 48 გოლით ინგლისის ეროვნული ნაკრების ბომბარდირებს შორის მესამე ადგილს იკავებს.


,,არ ვიცი ის ვინ არის” – ისაკი გარი ლინეკერზე

სტატიის ავტორი
-