ჰოლანდმა საბერძნეთში მეგობრებთან ერთად სადილში 500 ათასი ევრო გადაიხადა

ნორვეგიის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის ,,ბორუსიას” თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, საბერძნეთის კუნძულზე – მიკონოსზე დაისვენა.

ბერძნული Sportime-ს ცნობით, ნორვეგიელმა მეგობრებთან ერთად სადილში (რესტორან ნამოსში), რომელიც 5-6 საათს გაგრძელდა, 500 ათასი ევრო დახარჯა. გარდა ამისა, ფეხბურთელმა მომსახურე პერსონალს 30 ათასი ევრო ჩაის სახით დაუტოვა.

ჰოლანდი დორტმუდის ,,ბორუსიაში” 2020 წლის იანვარში ,,ზალცბურგიდან” გადავიდა. გასულ სეზონში 20 წლის ფორვარდმა გერმანული გუნდის მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ერლინგს დორტმუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ჰოლანდმა საბერძნეთში მეგობრებთან ერთად სადილში 500 ათასი ევრო გადაიხადა

სტატიის ავტორი
-