გიორგი ჩაკვეტაძემ ფეიენოორდთან ითამაშა

,,გენტმა” მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა – ბელგიური გუნდი ამჯერად როტერდამის ,,ფეიენოორდს” დაუპირისპირდა, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

,,გენტის” ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მოედანზე 45 წუთი გაატარა.

ჩაკვეტაძემ 45 წუთი ითამაშა ,,გენტის” წინა ამხანაგურ მატჩშიც, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.

21 წლის ნახევარმცველს აქამდე ბოლოს 3 თვის წინ, ,,ანდერლეხტის” წინააღმდეგ ჰქონდა ნათამაშები.


მატჩის ჩანაწერი:

გიორგი ჩაკვეტაძემ ფეიენოორდთან ითამაშა

სტატიის ავტორი
-