ლუის ენრიკე შვეიცარიასთან მოგებაზე: ,,ეს იყო ყველაზე მშვიდი პენალტების სერია, რომელიც ოდესმე მინახავს”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, შვეიცარიასთან პენალტების სერიაში მოგებულ მეოთხედფინალურ მატჩზე ისაუბრა:

,,ეს იყო ყველაზე მშვიდი პენალტების სერია, რომელიც ოდესმე მინახავს, რადგან ჩვენ კარგად მოვემზადეთ, ვივარჯიშეთ, ახლა კი სამწვრთნელო შტაბთან ერთად არაფრის გაკეთება არ დამჭირდა.

პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ ესპანეთი იყო ერთ-ერთი იმ 7 თუ 8 გუნდიდან, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის მოგება შეეძლო. ახლა ჩვენ ოთხეულში შევედით,” – ლუის ენრიკეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.


ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩში ესპანეთმა შვეიცარია პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე იტალია იქნება. მატჩი 6 ივლისს, ,,უემბლიზე” გაიმართება.

ლუის ენრიკე შვეიცარიასთან მოგებაზე: ,,ეს იყო ყველაზე მშვიდი პენალტების სერია, რომელიც ოდესმე მინახავს”

სტატიის ავტორი
-